მმართველი კომპანია

ჩვენი კლიენტებისთვის უმაღლესი დონის სერვისის უზრუნველსაყოფად კომპანიამ Rogantini შექმნა საკუთარი მმართველი კომპანია - Rogantini Hospitality. მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან და პრემიუმ კლასის ევროპულ სასტუმრო ჰოლდინგებთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მართვის რეგლამენტი, რომელიც Rogantini-ს ყველაზე მომთხოვნი სტუმრების სტანდარტებსაც კი დააკმაყოფილებს.

სერვისები
რესტორნების მართვა
რემონტი და რებრენდინგი
სასტუმროს მენეჯმენტი
ინვესტიციები
აქტივების მართვა
განსაკუთრებული სერვისები
პასუხისმგებლობა:
კომპლექსში Rogantini Swiss Village სტუმრების კომფორტის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 200-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს. თითოეულმა თანამშრომელმა გაიარა საგულდაგულო შერჩევისა და გადამზადების პროცესი. მენეჯმენტის საერთაშორისო გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური შვეიცარიელი, ქართველი და გერმანელი სპეციალისტებით, რომელთა გამოცდილება მენეჯმენტის სფეროში 10 წელს აღემატება.

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი კლიენტების მაღალ მოთხოვნებს მომსახურების დონის მიმართ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამოცანაა წინასწარ განვჭვრიტოთ მათ მოლოდინები.